სააგენტოს მმართველობა

სოსო გიორგაძე
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 სოსო გიორგაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

სოსო გიორგაძე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას 2016 წლის დეკემბრიდან ასრულებს.

იუსტიციის სამინისტროში  მისი საქმიანობა 2013 წლის აპრილში   ადმინისტრაციის მრჩევლის  პოზიციით იწყება.  2013 წლის დეკემბრიდან  2014 წლის აპრილამდე სოსო გიორგაძე  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტად მუშაობდა. 2014 წლის აპრილიდან 2016 წლის დეკემბრამდე მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი და ამავდროულად მოქალაქეობის საკითხთა  კომისიის თავმჯდომარე იყო.

სოსო გიორგაძემ განათლება 2005–2011 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. დამთავრებული აქვს იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

მამუკა სამხარაძე
მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის დირექტორი
თავმჯდომარის მოადგილე

Mamuka_Samkharadzeმამუკა სამხარაძე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას 2012 წლის ივლისიდან იკავებს.

სააგენტოში მისი კარიერა 2005 წელს, სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ნაძალადევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციით დაიწყო, მოგვიანებით ეკავა საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. 2008 წლის სექტემბრიდან კი იყო საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმრთველოს უფროსი.

მამუკა ხელმძღვანელობს მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საოპერაციო მიმართულების ოპტიმიზაციისა და სტანდარტების დანერგვის პროექტებს. ასევე, მის სახელს უკავშირდება საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის და ელექტრონიზაციის სხვადასხვა პროექტი, მრავალი სხვა პროექტი მონაცემთა ბაზების კორექტირების და „კარდაკარის“ წარმოების მიმართულებით. ამჟამად მამუკა კოორდინაციას უწევს დამისამართების, ბიომეტრიული რეგისტრაციისა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს.

2000–2005 წლებში მამუკა სამხარაძე მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში. მამუკამ განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიიღო.