პროექტები

proeqtebi

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობა პასუხობს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე მდგომ გამოწვევებს. სახელმწიფო სექტორში, ინოვაციური პროექტების განხორციელებით, სააგენტო ემსახურება საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებს. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობა საინტერესო და პრიორიტეტულია არაერთი საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციისთვის, რომლებთანაც სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებს. ეს უკანასკნელი, კი, წარმატებით განხორციელებული  ერთობლივი პროექტებით  არის გამოხატული.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებია – ევროკავშირი (EU), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ), ლტოლვილთა დანიის  საბჭო (DRC), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX), და სხვა.

სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით, სააგენტო აქტიურად მუშაობს სახელმწიფო უწყებების ეფექტიანობის გაზრდაზე. ახალი და მომხმარებელზე ორიენტიებული სერვისები კი უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის რეფორმებით გათვალისწინებული შედეგების  მიწოდებას.

პარტნიორები