Stick notes wall

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში,  გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შეიქმნა „ინოვაციური სერვისების ლაბორატორია“, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორში წარმოდგენილ ორგანიზაციებს ეხმარება ახალი, თანამედროვე და ინოვაციური სერვისების შემუშავებასა და დანერგვაში.

„ინოვაციური სერვისების ლაბორატორია“, თავისი კონცეფციით მოიცავს ახალი პროდუქტის შექმნის სრული ციკლის დაგეგმვას; იდეის გენერირებიდან მის განსახორციელებლად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებამდე. ლაბორატორია – სერვისის დიზაინის შემუშავებით, მომხმარებელთა ქცევის მეცნიერებისა და სხვა ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ქმნის და ავითარებს ინოვაციურ სერვისებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის.

ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, სხვადასხვა პროექტების განხორციელების მიზნით, თანამშრომლობს რამდენიმე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან:

  • ლიბერთი ბანკი
  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
  • 112
  • ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

„ინოვაციური სერვისების ლაბორატორია“, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ  ლაბორატორიაში მუდმივად მიმდინარეობს სამუშაოები როგორც საუკეთესო პრაქტიკების შესწავლის, ისე ახალი იდეების გენერირებისა და სააგენტოში ინოვაციური კულტურის ჩამოყალიბების მიმართულებით.

ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ფარგლებში სააგენტოში შეიქმნა იდეების გენერირებსა და მართვის პროგრამული უზრუნველყოფა „იდეების ყუთი“ – სადაც სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს გამოაქვეყნოს ახალი იდეა, დააფიქსიროს და შეაფასოს სააგენტოს სხვა თანამშრომლების იდეები. აღნიშნული, აქტიურად ჩართული თანამშრომლების წახალისების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ინოვაციების მართვის პროცესში სააგენტოს თითოეული თანამშრომლის ჩართულობას და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურ შესწავლას.