dabadeba
დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. პიროვნება დაბადების რეგისტრაციის შემდეგ გაცემულ მოწმობას წარადგენს, სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და ა.შ
დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით  შესაძლებელია მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს, საზოგადოებრივ ცენტრებს  ან იუსტიციის სახლს.

ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ

  • ქორწინების მოწმობა
  • მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ერთ–ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთვევაში, მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარედგინება
  • დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული  მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ

  • ორივე მშობლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ
  • თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ–ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/ და მამის დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე

ქორწინებაში არმყოფმა დედამ ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული  მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

მომსახურების ვადა და ღირებულება

დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება, რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა

დაბადების მოწმობა გაიცემა უფასოდ