qorwineba

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეებს შორის უფლება-მოვალეობებს წარმოშობს. ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ქორწინების სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და იუსტიციის სახლში. საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაცია  შესაძლებელია ჩატარდეს: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, სიღნაღის, ახალციხის, მცხეთის, ზუგდიდის, ყვარელსა და ფოთში; დასაქორწინებელ პირთა სურვილის შემთხვევაში, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს შენობის გარეთ, ნებისმიერ დროს და ადგილას.

ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები

  • დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება
  • დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში,წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი
  • თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: თუ ქორწინების რეგისტრაციის მსურველი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით. სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში ქორწინების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი საბუთი.

ქორწინების რეგისტრაციის ღირებულება

სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალში
ქორწინების რეგისტრაცია
უფასო
სპეციალური სარიტუალო ცერემონიალის თანხლებით 50 ლარი
ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით ქორწინების რეგისტრაცია შაბათ–კვირას 150 ლარი
ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით ქორწინების რეგისტრაცია სამუშაო დღეს 90 ლარი
სააგენტოს ფილიალის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია              170 ლარი

 

 

სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ სარგებლობენ 10% -იანი შეღვათით.

ქორწინების სახლები

თბილისის N1 ქორწინების სახლი
  • სამუშაო დღეები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა
  • დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი
  • სამუშაო საათები: 09:30–18:30
  • მოქალაქეთა მიღება: 09:30–17:00 სთ
  • ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური ქორწინების სახლებში შაბათ–კვირას  – 150 ლარი; ნებისმიერ დღეს გარდა შაბათ–კვირისა  – 90 ლარი
  • სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციის მომსახურების განაკვეთი – 170 ლარი

 

თბილისის N2 ქორწინების სახლი
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა
  • დასვენების დღეები: ოთხშაბათი და ხუთშაბათი
  • სამუშაო საათები: 09:30 –18:30
  • მოქალაქეთა მიღება: 09:30 –17:00 სთ
  • ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური ქორწინების სახლებში შაბათ–კვირას  –150 ლარი, ნებისმიერ დღეს გარდა შაბათ–კვირისა – 90 ლარი

 

თბილისის N3 ქორწინების სახლი
  • სამუშაო დღეები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა
  • დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი
  • სამუშაო საათები: 09:30 –18:30
  • მოქალაქეთა მიღება: 09:30 –17:00 სთ
  • ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური ქორწინების სახლებში შაბათ–კვირას  –150 ლარი, ნებისმიერ დღეს გარდა შაბათ–კვირისა – 90 ლარი
ქუთაისის ქორწინების სახლი
  • სამუშაო დღეები:  ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი
  • დასვენების დღეები: სამშაბათი, ოთხშაბათი
  • სამუშაო საათები: 09:30 – 18:30
  • მოქალაქეთა მიღება: 09:30 – 17:30 სთ
  • ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური ქორწინების სახლებში შაბათ–კვირას – 150 ლარი, ნებისმიერ დღეს გარდა შაბათ–კვირისა – 90 ლარი
  • სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციის მომსახურების განაკვეთი – 170 ლარი
ბათუმის ქორწინების სახლი
  • სამუშაო დღეები: ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი
  • დასვენების დღეები: სამშაბათი, ოთხშაბათი
  • მდებარეობა: ბათუმის ცენტრალური ბულვარის შესასვლელი
  • სამუშაო საათები: 09:30 – 18:30
  • მოქალაქეთა მიღება: 09:30 – 17:00 სთ
რუსთავის ქორწინების სახლი
  • სამუშაო დღეები:  ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი
  • დასვენების დღეები:  სამშაბათი, ოთხშაბათი
  • სამუშაო საათები: 09:30 – 18:30
  • მოქალაქეთა მიღება: 09:30 – 17:00 სთ
სიღნაღის ქორწინების სახლი
  • სამუშაო დღეები:  ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა
  • მუშაობს 24 საათის განმავლობაში
  • მისამართი:კოსტავას ქ. # 10
  • სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში ქორწინების რეგისტრაციისა და შესაბამის მოწმობის გაცემისათვის  სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური  – 50 ლარი.
მცხეთის ქორწინების სახლი
  •  სამუშაო დღეები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა.
  •  დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი
  •  მდებარეობა: ქალაქი მცხეთა, არსუკიძის #3
  •  მოქალაქეთა მიღება: 09:30 – 17:00 სთ

 

გორის ქორწინების სახლი
  •  სამუშაო დღეები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა.
  •  დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი
  •  მდებარეობა: ქალაქი გორი, დ.გურამიშვილის #5 (გორის იუსტიციის სახლი)
  •  მოქალაქეთა მიღება: 09:30 – 18:00 სთ

 

ახალციხის ქორწინების სახლი
  • სამუშაო დღეები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა.
  • დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი
  • მდებარეობა: რაბათი
  • მოქალაქეთა მიღება: 09:30 – 18:00 სთ
    ზუგდიდის ქორწინების სახლი
  • სამუშაო დღეები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა.
  • დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი
  • მდებარეობა: ქალაქი ზუგდიდი, თეატრის ქ. N2
  • მოქალაქეთა მიღება: 09:00 – 18:00 სთ
  • საფასური 50 ლარი
    ფოთის ქორწინების სახლი
  • სამუშაო დღეები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა.
  • დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი
  • მდებარეობა: ქალაქი ფოთი, რუსთაველის რკალი  N26
  • მოქალაქეთა მიღება: 09:00 – 18:00 სთ
  • საფასური 50 ლარი

    ყვარელში
    (იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე) ქორწინების გასვლითითი რიტუალის ჩატარება შესაძლებელია –  ყოველ დღე , ხოლო შაბათ-კვირას მხოლოდ წინასწარ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე. სამუშაო დრო – 09.00სთ_დან 18.00 სთ_მდე. საფასური  – 170 ლარი

თბილისის N1 ქორწინების სახლი