ganqorwineba

 განქორწინება წარმოადგენს მეუღლეებს შორის არსებული ქორწინების შეწყვეტის საფუძველს. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება

  1. განქორწინების მსურველი მეუღლეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე
  2. ერთ–ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე თუ:

ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ
ბ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო–უკვლოდ დაკარგულად
გ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ
დ) მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა

იმ შემთხვევაში, თუ განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია

  • მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით)
  • მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან  პასპორტი.

მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციისთვისწარსადგენი საბუთები

  •  მეუღლეთა ერთობლივი წერილობითი განცხადება
  •  ორივე მეუღლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  •  ქორწინების მოწმობა

ვადა და ღირებულება

  • ​განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება  განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე
  • განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს

უგზოუკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებულ მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საბუთები

  • წერილობითი განცხადება
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი)
  • ქორწინების მოწმობა
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება  მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ.

ვადა და ღირებულება

  • იმ შემთხვევაში თუ  ქმედუუნაროდ  ცნობილი პირის მეურვე იმყოფება საქართველოში  რეგისტრაციის ვადა არ აღემატება 1 თვეს
  • იმ შემთხვევაში თუ ქმედუუნაროდ  ცნობილი პირის მეურვე იმყოფება  საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს
  • რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს

მსჯავრდებულ მეუღლესთან (თავისუფლების აღკვეთის ვადით არანაკლებ 3 წლისა) განქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საბუთებია

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
  • ქორწინების მოწმობა;
  • მეუღლისთვის არანაკლებ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ  სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ასლი (ამონაწერი).

ვადა და ღირებულება

  • თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინების რეგისტრაციის ვადა არ აღემატება 1 თვეს
  • იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებულის სასჯელს იხდის  საქართველოს ფარგლებს გარეთ განქორწინების რეგისტრაციის ვადა არ  აღემატება 6 თვეს
  • განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საბუთები

  • წერილობითი განცხადება
  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი)
  • ქორწინების მოწმობა
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ

ვადა და ღირებულება

  • ​განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება  განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე
  • განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს

შეღავათები

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

  • იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები
  • 10%-ით   სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“.