saxelis shecvla

საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვს შეიცვალოს სახელი ან/და გვარი.სახელის ან/და გვარის შეცვლის  შემდეგ პირს მონაცემი (სახელი ან/და გვარი) ეცვლება, ხოლო დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი, უცვლელი რჩება.სახელი ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისთვის წარმოსადგენი საბუთები

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • განმცხადებლის დაბადების მოწმობა
  • განმცხადებლის ქორწინების მოწმობა, თუ განმცხადებელი დაქორწინებულია
  • განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები
  • მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლაზე, თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია
  • 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის თანხმობა სახელის ან/და გვარის შეცვლაზე
  • გვარის შეცვლის შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი საბუთი

​​

იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

ვადა და ღირებულება

მოწმობის გაცემის ვადა ღირებულება
45-ე კალენდარულ დღეს 55 ლარი
30-ე კალენდარულ  დღეს 155 ლარი
მე–15 კალენდარულ დღეს 225 ლარი
მე–10 კალენდარულ დღეს 355 ლარი

შეღავათი

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

  • იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები
  •  მომსახურების საფასურის 10% _ით გადახდისაგან თავისუფლდებიან  სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“.