გარდაცვალების რეგისტრაცია

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაციას. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვლების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში. გარდაცვლების რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

1) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
2) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
3) გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი საბუთი:
  • გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა
  • უფლებამოსილი  ორგანოს გადაწყვეტილება გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ
  • სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ
  • გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვლების დადასტურების შესახებ
  • უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან საქართველოს შინაგან  საქმერთა სამინისტროს შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციებში საომარ ან საბრძოლო მოქმედებებში, აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ
  • სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მეორე მსოფლიო ომში დაღუპვის შესახებ

ვადა და ღირებულება

გარდაცვალების მოწმობა გაიცემა უფასოდ, განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.