shvilad ayvana

შვილად აყვანის რეგისტრაცია

შვილად აყვანის რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის განცხადებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე

შვილად აყვანის რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

შვილად აყვანის რეგისტრაცისთვის წარსადგენი საბუთები:

  • წერილობითი განცხადება
  • სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შვილად აყვანის თაობაზე
  • ნაშვილების დაბადების მოწმობა
  • მშვილებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • 10 წლის ასაკს მიღწეული ნაშვილების თანხმობა, თუ მშვილებელი ითხოვს მონაცემების შეცვლას, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას აღნიშნული მონაცემების შეცვლის შესახებ

ვადა და ღირებულება

მოწმობა გაიცემა  უფასოდ, განცხადების  და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.