pasporti

საქართველოს მოქალაქის პასპორტი

საქართველოს მოქალაქის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე და ფარგლებს გარეთ. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. პასპორტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს.

ბიომეტრიული პასპორტი

ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით, ბიომეტრიულ პასპორტს დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები.ბიომეტრიული პასპორტი  მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია;
ბიომეტრიული პასპორტების გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას.ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხს.

.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს,  შესაბამის იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს და ლიბერთი ექსპრესებს.

საჭირო დოკუმენტაცია:
  • პირადობის მოწმობა (დედანი);
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში (ფასი 3 ლარი);
  • პასპორტზე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი
  • პასპორტის შეცვლის შემთხვევაში, – ძველი პასპორტი.

 სრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა 10 წლის ვადით– საფასურია 100 ლარი

16 წლამდე ასაკის პირისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება

საჭირო დოკუმენტაცია:

  • დაბადების მოწმობა (დედანი)
  • პირადობის მოწმობა (დედანი), თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წლის ასაკი
  • ორივე მშობლისთანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე ან სანოტარო ბიუროში);
  • ორივე მშობლის პირადობის მოწმობა (დედანი);
  • მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი  – 50 ლარი.
  • ორიფერადი ბიომეტრიული ფოტო (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფასი 3 ლარი);

შენიშვნაბიომეტრიულ პასპორტზე მოთხოვნის დაფიქისრება შეუძლია 14 წელს მიღწეულ პირს.

16–18 წლამდე ასაკის პირისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება

საჭირო დოკუმენტაცია:

  • დაბადების მოწმობა (დედანი);
  • პირადობის მოწმობა (დედანი);
  • ერთ-ერთი მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე ან სანოტარო ბიუროში);
  • 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო  (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფასი 3 ლარი);
  • პასპორტზე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი

შენიშვნაბიომეტრიულ პასპორტზე მოთხოვნის დაფიქსირება შეუძლია  პირს, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, ასევე კანონიერ წარმომადგენელს.

16–18 წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით.

 

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტის გაცემა

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა ბიომეტრიული პასპორტი, თუ მათ მიმართ გაცემულია  ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე არსებობს ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით მიღების 3 გზა:

1.ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ სერვისის საშუალებით.

ონლაინ რეჟიმში განაცხადის შევსების შემთხვევაში:

ბიომეტრიული პასპორტი დამზადდება 2 სამუშაო დღის ვადაში და გადაეცემა ელექტრონულ განაცხადში მითითებულ პირს ან გადმოგეგზავნებათ ფოსტის საშუალებით;

ბიომეტრიული პასპორტის საფასურია 205 ლარი.

2.შესაძლებელია, თქვენი უფლებამოსილი პირი მობრძანდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ბიომეტრიული პასპორტის გაცემის შესახებ და ადგილზე შეავსოს განცხადების ფორმა. წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და საფასურები:

მე-10 სამუშაო დღეს  -155 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს  – 205 ლარი.

3.შეგიძლიათ, მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგნელობას ან საკონსულო წარმომადგენლობას და მათი დახმარებით მიიღოთ ბიომეტრიული პასპორტი. ასეთ შემთხვევაში:

ბიომეტრიული პასპორტი დამზადდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღის ვადაში;

დოკუმენტის საფასურია  130 აშშ დოლარი.

მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი

სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

სამგზავრო პასპორტის მისაღებად მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ან შესაბამის იუსტიციის სახლს.

საჭირო დოკუმენტაცია:

ბინადრობის მოწმობა;

ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფასი 3 ლარი);

პასპორტის ასაღებად  მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

პასპორტის შეცვლის შემთხვევაში, – ძველი პასპორტი;

16 წლამდე არასრულწლოვანი პირისთვის სამგზავრო პასპორტის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • დაბადების მოწმობა
  • ბინადრობის მოწმობა (მიუხედავად ასაკისა უნდა ფლობდეს ბინადრობის მოწმობას)
  • ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება სააგენტოს ფილიალში, იუსტიციის სახლშიან სანოტარო ბიუროში); ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობა (დედანი);
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სააგენტოს ფილიალსა ან იუსტიციის სახლში, ფასი 3 ლარი);

16–18 წლამდე არასრულწლოვანი პირისთვის სამგზავრო პასპორტის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • დაბადების მოწმობა
  • ბინადრობის მოწმობა (მიუხედავად ასაკისა, უნდა ფლობდეს ბინადრობის მოწმობას )
  • ერთ–ერთი მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება სააგენტოს ფილიალში, იუსტიციის სახლშიან სანოტარო ბიუროში);
  • ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობა (დედანი);
  • 16–18 წლამდე პირის შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფასი 3 ლარი);

სამგზავრო პასპორტი გაიცემა 2 წლის ვადით.
თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.

შენიშვნა: სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელიც 2012 წლის 27 ივნისამდე მუდმივი ბინადრობის მოწმობას ფლობდა, სამგზავრო პასპორტის მოქმედების ვადა 5 წელია.

ლტოლვილის სამგზავრო პასპორტი

ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გამოიყენება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის საქართველოდან გასვლის (გარდა საკუთარი მოქალაქეობის, ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის ან იმ სახელმწიფოებისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ), საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს, იუსტიციის სახლს,საზოგადოებრივ ცენტრს.

საჭირო დოკუმენტაცია:

  • ბინადრობის მოწმობა;
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ფილიალში, ფასი 3 ლარი);
  • პასპორტის შეცვლის შემთხვევაში – ძველი პასპორტი.

ჰუმანიტარის სამგზავრო დოკუმენტი

საქართველოში  ჰუმანიტარული  სტატუსის  მქონე პირის   სამგზავრო   პასპორტი   (შემდგომ   −   სამგზავრო   პასპორტი),    არის შესაბამისი პირის პირადობისა და მოქალაქეობრივი  მდგომარეობის დამადასტურებელი    დოკუმენტი    როგორც   საქართველოს   ტერიტორიაზე,   ისე   მისი   ფარგლების   გარეთ.სამგზავრო   პასპორტის   ჰუმანიტარული   სტატუსის   მქონე   პირზე   გაცემის   შემთხვევაში   ამ   დოკუმენტზე აღინიშნება მისი მფლობელის სტატუსი.

სამგზავრო პასპორტი საქართველოში  ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაიცემა 1 წლის ვადით

16 წლამდე არასრულწლოვანი პირისთვის სამგზავრო დოკუმენტის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • დაბადების მოწმობა
  • ბინადრობის მოწმობა
  • 16 წლამდე პირის შემთხვევაში – ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება სააგენტოს ფილიალში ან სანოტარო ბიუროში);
  • ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობა (დედანი);
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ფილიალში, ფასი 3 ლარი);

16–18 წლამდე არასრულწლოვანი პირისთვის სამგზავრო დოკუმენტის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • დაბადების მოწმობა
  • ბინადრობის მოწმობა
  • მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება ფილიალშიან სანოტარო ბიუროში);
  • ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობა (დედანი);
  • 16–18 წლამდე პირის შემთხვევაში ,  თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ფილიალში, ფასი 3 ლარი);
  • ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა უფასოდ10 სამუშაო დღის ვადაში;

    დოკუმენტის მოქმედების ვადა არის 2 წელი.

პასპორტის გაცემის ვადა და ღირებულება

  • მე–10 სამუშაო დღეს 100 ლარი
  • მე–5 სამუშაო დღეს 120 ლარი
  • მე–3 სამუშაო დღეს 150 ლარი
  • მე–2 სამუშაო დღეს 190ლარი
  • იმავე დღეს 205 ლარი

შეღავათები

საქართველოს მოქალაქის და სამგზავრო პასპორტის აღებისას გათვალისწინებულია  შეღავათები შემდეგ კატეგორიებზე:

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – უფასო
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით;
  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 პროცენტით;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია –უფასო;
  • 18 წლამდე პირები – 50 პროცენტით.
  • სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია სტუდენტის სტატუსის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% -ით, 95 ლარი (100 ლარის ნაცვლად)

პასპორტის შეცვლა

პასპორტის შეცვლა საჭიროა შემდეგი შემთხვევებიდან ერთ–ერთის დადგომისას:

  • სახელის ან გვარის ცვლილების დროს
  • ჩანაწერის უზუსტობის დადგენისას
  • ვიზებისთვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას
  • პასპორტის მოქმედების ვადის გასვლისას
  • დოკუმენტის დაზიანების, ცვეთის ან დაკარგვის შემთხვევაში.