ganmeorebiti mowmobebi

იურიდიული ფაქტები

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტებს:
  • პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტი
  • პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვლების ფაქტი
  • პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტი
  • პირის გარდაცალების რეგისტრაციის ფაქტი
განცხადების შეტანა შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან ნებისმიერ იუსტიციის სახლში.
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამისილია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად განცხადების განხილვის ვადა გააგრძლოძელოს 1 თვით.
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა ხდება უფასოდ.

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების განმეორებით გაცემის წესი

  • სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები გაიცემა პირზე, რომლის მიმართ რეგისტრირებულია შესაბამისი სამოქალაქო აქტების ჩანაწერი
  • გარდაცვალების  მოწმობა გაიცემა ნებისმიერ პირზე
  • გარდაცვლილის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის  მოწმობა შეიძლება გაიცეს მის მემკვიდრეებზე
  • დაბადების  მოწმობა გაიცემა აგრეთვე   მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მზრუნველებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანანოებზე
  • სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს სხვა პირზე, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის  მოწმობის განმეორებით გაცემისათვის წარსადგენი საბუთები
  • წერილობითი განცხადება
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
მომსახურების ვადა და ღირებულება
გაცემის ვადა ღირებულება
მე-5 სამუშაო დღეს 2 ლარი
მე-3 სამუშაო დღეს 7 ლარი
მე–2 სამუშაო დღეს 17 ლარი
იმავე დღეს 27 ლარი
სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის  მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ სამსახურს ან ნებისმიერ იუსტიციის სახლს.

სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და /ან დამატების შეტანა

  • სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი
  • პირის მშობელს/მშვილებეს შვილის/ნაშვილების მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი მონაცემის ნაწილში
  • 18 წლამდე არასრულწლოვანის ან ქმედუუნარო სრულწლოვანის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების , შსწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მშობლის, მშვილებლის, მეურვის ან  მზრუნველის განცხადების საფუძველზე
  •  გარდაცვლილი პირის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე
მომსახურების ვადა და ღირებულება
გაცემის ვადა ღირებულება
მე–15 კალენდარულ დღეს 15 ლარი
5 კალენდარული დღის ვადაში 75 ლარი
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან  იუსტიციის სახლს.

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არასებობის შესახებ გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად.

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არასებობის შესახებ ცნობის მისაღებად პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

ცნობის მისაღებად წარსადგენი საბუთები
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში)

 

მომსახურების  ვადა და ღირებულება
გაცემის ვადა ღირებულება
მე–5 სამუშაო დღეს 30 ლარი
მე–2 სამუშაო დღეს 50 ლარი
იმავე დღეს 70 ლარი