31

ცვლილება კანონში

საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის ბინადრობისა და ვიზის მოპოვების პირობები გამარტივდა

2014 წლის ნოემბერში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის, გარდამავალ ეტაპზე, ბინადრობის ნებართვისა და საიმიგრაციო ვიზის მოპოვებისთვის შეღავათიანი პირობები დაწესდა. ამასთან ერთად განისაზღვრა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებისათვის საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მონაწილეთათვის ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტით გავლის გამარტივებული პროცედურები. საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკვე მოაწერა ხელი და იგი გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (იხ. კანონის ტექსტის  ბმული: https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2278806&lang=ge).

ზემოაღნიშნული რეგულაციების ამოქმედების შედეგად უცხოელებისთვის დგინდება შემდეგი სახის შეღავათები:

2014 წლის 27 ნოემბრამდე ფლობდით საქართველოში ბინადრობის ნებართვას

ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლებს

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე

საქართველოში ბოლოს შემოხვედით 2014 წლის 17 მარტიდან და 27 ნოემბრისათვის იმყოფებოდით საქართველოს ტერიტორიაზე

ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლებს

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე

იმყოფებით საქართველოში და ქვეყანაში თქვენი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მინიმუმ 45 დღე

საიმიგრაციო ვიზის მისაღებად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 25 დეკემბრიდან

საქართველოში ბოლოს შემოხვედით 2014 წლის 17 მარტამდე, საქართველოში თქვენი კანონიერად ყოფნის ვადა უკვე ამოიწურა, ამასთან, არასდროს მიგიღიათ უარი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე

ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე აუცილებლად უნდა მიიღოთ საიმიგრაციო ვიზა

საიმიგრაციო ვიზის მისაღებად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე

საქართველოში ბოლოს შემოხვედით 2014 წლის 17 მარტამდე და ქვეყანაში თქვენი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მინიმუმ 30 დღე

ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე აუცილებლად უნდა მიიღოთ საიმიგრაციო ვიზა

საიმიგრაციო ვიზის მისაღებად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი:

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 25 დეკემბრამდე

თუ ხართ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოელი და გსურთ საქართველოში 30 დღეზე მეტი ხნით დარჩენა

უნდა მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლებს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, რომელიც გაიცემა ხანგრძლივი ვადით

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისას სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზის გაცემისას პირს არ მოეთხოვება მესამე ქვეყანაში შესვლის გარანტიები

ტრანზიტული ვიზა ნაცვლად 5 დღისა გაიცემა 10 დღიანი მოქმედების ვადით. ტრანზიტული ვიზის მიღება შესაძლებელია როგორც საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობაში, ისე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან

ყურადღება !!!

2014 წლის პირველ სექტემბრამდე შემოსულ უცხოელზე ახალი სავიზო რეგულაციები არ ვრცელდება მის საქართველოდან გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 მარტისა

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას „ლეგალური მიგრაცია – საუკეთესო არჩევანი”, რომლის ფარგლებში შემუშავდა საინფორმაციო გზამკვლევი ლეგალური იმიგრაციის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

დღემდე საქართველოში ლეგალური იმიგრაციის შესახებ ინფორმაციის ერთადერთ წყაროს ცალკეული სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია ან სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში გაფანტული იმიგრაციის მარეგულირებელი ნორმები წარმოადგენდა. ასეთი ტიპის ინფორმაცია კი იშვიათად არის ამომწურავი, მარტივად ხელმისაწვდომი ან ადვილად გასაგები ენით დაწერილი. წინამდებარე გზამკვლევი ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შემუშავდა. იგი აერთიანებს პრაქტიკული ხასიათის ინფორმაციას უცხოელებისთვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტაციის, შესაბამისი სტატუსის მოპოვებისა და ლეგალურად გადაადგილების შესახებ.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას „ლეგალური მიგრაცია – საუკეთესო არჩევანი”, რომლის ფარგლებში შემუშავდა საინფორმაციო გზამკვლევი ლეგალური ემიგრაციის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე. გზამკვლევში თავმოყრილია პრაქტიკული ინფორმაცია როგორც ემიგრანტებისთვის აუცილებელი დოკუმენტების, ქვეყნიდან დროებითი ან მუდმივი გასვლის და უკან დაბრუნების სამართლებრივი გზების, ასევე მიგრაციის სფეროში მოქმედი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შესახებ.

შრომითი ბინადრობის ნებართვა

საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D1/D2);

დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;

ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

ვადა და ღირებულება

მომსახურების ვადა

 ღირებულება

 30–ე კალენდარულ დღეს         210 ლარი
 20–ე კალენდარულ დღეს         330 ლარი
 10 დღის ვადაში         410 ლარი

თავისუფალი პროფესიის ადამიანმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საემიგრაციო ვიზა D1/D2);

დ) პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (ცნობა პროფესიული გაერთიანებიდან ან

განათლების დამადასტურებელი ცნობა (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა);

ე) ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე რიცხულ თანხას, რომელიც არ უნდა იყოს

საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;

ვ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელის რეკომენდაცია,

პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ უცხოელის მიერ საქართველოში საქმიანობის

განხორციელების მიზნით, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე;

ზ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მომსახურების ვადა

 ღირებულება

30–ე კალენდარულ დღეს 210 ლარი
20–ე კალენდარულ დღეს 330 ლარი
10 დღის ვადაში 410 ლარი

სასწავლო ბინადრობის ნებართვა

სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D3);

დ) საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის

სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);

ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის

ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;

ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

მომსახურების ვადა

 ღირებულება

30–ე კალენდარულ დღეს 210 ლარი
20–ე კალენდარულ დღეს 330 ლარი
10 დღის ვადაში 410 ლარი

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა

ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D4);

დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;

ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მომსახურების ვადა

 ღირებულება

30–ე კალენდარულ დღეს 210 ლარი
20–ე კალენდარულ დღეს 330 ლარი
10 დღის ვადაში 410 ლარი

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

 საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შენიშვნა:  უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია,საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოშილეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.

მომსახურების ვადა

 ღირებულება

30–ე კალენდარულ დღეს 210 ლარი
20–ე კალენდარულ დღეს 330 ლარი
10 დღის ვადაში 410 ლარი

სპეციალური ბინადრობის ნებართვა

სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფო მოქალაქეზე.

სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

1) საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გასაცემად:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი მიმართვა;

დ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს ვიზა);

ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

2) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლზე ან დაზარალებულზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობა;

3) კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ფოტოსურათი, ზომით 3/4.

მუდმივი ცხოვრების ნებართვა

მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

1)      საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე ან შვილზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გასაცემად:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D4);

დ) საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა;

ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

2)      საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში მცხოვრებუცხოელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაშიცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობის/ბინადრობისნებართვის ასლი);

დ) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისინათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა;

ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ვადა და ღირებულება

მომსახურების ვადა

 ღირებულება

30–ე კალენდარულ დღეს 180 ლარი
20–ე კალენდარულ დღეს 300 ლარი

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საქართველოში არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტორული დასკვნა);

ე) საქართველოს მთავრობის წევრის ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი რეკომენდაცია;

ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2.საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;

ე) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

ვადა და ღირებულება

მომსახურების ვადა

 ღირებულება

30–ე კალენდარულ დღეს 180 ლარი
20–ე კალენდარულ დღეს 300 ლარი

ემიგრაციის ნებართვა

საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაში მიდის საქართველოს მოქალაქის პასპორტით. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, პასპორტის ნაცვლად შეიძლება გაიცეს მისი შემცვლელი დოკუმენტი.

ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობა ასევე შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც  მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმითაც.

წარმოსადგენი დოკუმენტები

1) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი

2) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4

3) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ

თუ შუამდგომლობას დაინტერესებული პირის ნაცვლად წარმომადგენელი აღძრავს:

  • წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ  დოკუმენტი.

არასრულწლოვნი პირის ემიგრაცია

ორდინალური ვიზა გაიცემა  საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოში იურიდიული და ფიზიკური პირების მოწვევით ან ტურიზმის, მკურნალობის, ახლობლების მონახულების ან სხვა მიზნით.

თუ არასრულწლოვნის ემიგრაციის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლები ვერ შეთანხმდებიან, დავა გადაწყდება სასამართლო წესით.

წარმოსადგენი დოკუმენტები

1) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი

2) 2  ფოტოსურათი (ზომა – 3X4)

3) დაბადების მოწმობის ასლი (უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი).

4) კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან დადგენილი წესით გამოხატული თანხმობით.

ემიგრაციის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, პასპორტში ჩაისმება შტამპი აღნიშვნით „მუდმივი გასვლა”, მიეთითება ნებართვის გაცემის თარიღი, დადასტურდება სააგენტოს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

ემიგრანტის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, თქვენს მიერ ემიგრაციის ნებართვისა და შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცეს შესაბამისი აქტი და ახალ პასპორტზე გადაიტანოს შტამპი სათანადო აღნიშვნით.

 ვადა და ღირებულება

მომსახურების ვადა

 ღირებულება

30–ე კალენდარულ დღეს 60 ლარი
20–ე კალენდარულ დღეს 160 ლარი