dokumentebis gamotxova
უცხო ქვეყნებიდან დოკუმენტების გამოთხოვა

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ დსთ-ს წევრი სახელმწიფოებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, რუსეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი) შემდეგი დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე:

  •  დაბადების
  •  ქორწინების
  •  განქორწინების
  •  გარდაცვალების
  •  შვილად აყვანის მოწმოებების
  •  მისამართზე რეგისტრაცია
  •  მოქალაქეობრივი კუთვნილება
  •  მარტოხელა დედობის ცნობებისა და სხვა.

განმცხადებელი დოკუმენტის გამოთხოვაზე შესაძლებელია იყოს თავად დოკუმენტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი.

დოკუმენტების გამოთხოვის მიზნი შეგიძლიათ  მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

მომსახურების ვადა და ღირებულება

მომსახურების ვადა ღირებულება
დამოკიდებულია მოპასუხე ქვეყანაზე  20 ლარი