sazogadoebrivi centri

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა: 2011-2014 (I ფაზა); 2014-2016 (II ფაზა); 2016-2017 (III ფაზა)

დონორი/დამფინანსებელი: ევროკავშირი (EU) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

პარტნიორი/პროექტში მონაწილე მხარეები: საპილოტე მუნიციპალიტეტები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული არქივი, სოციალური მომსახურების სააგენტო, შპს მექანიზატორი, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, სმართ ლოჯიქი, ლიბერთი ბანკი, მაგთიკომი.

პროექტის მოკლე აღწერა

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი ინიციატივაა.

საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით (სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ საზოგადოებრივი ცენტრების ოფიციალური ვებ-გვერდზე www.centri.gov.ge). ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმებული არიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც, ელექტრონული მმართველობის საშუალებით, გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს. ცენტრში ასევე განთავსებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისი.

საზოგადოებრივი ცენტრების მდებარეობები

ruka

 

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 44 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს შემდეგ სოფლებში:

1. შაშიანი– გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2012 წლის 18 სექტემბერიდან

2. სართიჭალა– გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2012 წლის 24 სექტემბრიდან

3. გომი– ხაშურის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2012 წლის 27 სექტემბრიდან

4. რუისი– ქარელის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 21 იანვრიდან

5. ჭალადიდი– ხობის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 14 თებერვლიდან

6. ხევი– ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 29 მარტიდან

7. მანგლისი– თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 10 ივნისიდან

8. კოდა– თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 22 ივნისიდან

9. ფოკა– ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 1 ივლისიდან

10. ნიგოითი– ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 9 ივლისიდან

11. ჯვარი– წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 3 აგვისტოდან

12. შორაპანი– ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 18 სექტემბრიდან

13. ყვარელწყალი– ახმეტის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2014 წლის 28 ოქტომბრიდან

14. მუხაესტატე– ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2014 წლის 13 ნოემბრიდან

15. გეგუთი– წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2014 წლის 25 ნოემბრიდან

16. მეჯვრისხევი– გორის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2014 წლის 9 დეკემბრიდან

17. კაჭრეთი– გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2014 წლის 23 დეკემბრიდან

18. ხიდისთავი– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2015 წლის 27 თებერვლიდან

19. ნუკრიანი– სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2015 წლის 5 მარტიდან

20. კორბოული– საჩხერის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2015 წლის 22 მარტიდან

21. ღორეშა– ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2015 წლის 29 აპრილიდან

22. კაზრეთი– ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2015 წლის 22 ივნისიდან

23. შილდა– ყვარლის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2015 წლის 6 ივლისიდან

24. ორსანტია– ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2015 წლის 13 ივლისიდან

25. ქვემო ნატანები– ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2015 წლის 20 ივლისიდან

26. კაბალი– ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2015 წლის 13 ნოემბრიდან

27. ლენტეხი– ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2015 წლის 20 ნოემბრიდან

28. ჩაქვი– ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 15 იანვრიდან

29. ხრეითი– ჭიათურის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 27 იანვრიდან

30. სადახლო –მარნეულის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 16თებერვლიდან

31. რუხი– ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 20 თებერვლიდან

32. დიდი ჯიხაიში– სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 14 მარტიდან

33. მარტყოფი– გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 24 მარტიდან

34. იორმუღანლო– საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 8 ივნისიდან

35. არხილოსკალო– დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 20 ივლისიდან

36. ტყვიავი– გორის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 8 სექტემბრიდან

37. ვალე– ახალციხის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 26 სექტემბრიდან

38. ბერძენაული– ქარელის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 30 სექტემბრიდან

39. უსახელო– ჭიათურის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 2 ოქტომბრიდან

40. კიცხი-ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 3 ოქტომბრიდან

41. ბარალეთი– ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 4 ნოემბრიდან

42. ლაჯანა – ცაგერის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 11 ნოემბრიდან

43. კუმურდო – ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 14 ნოემბრიდან

44. წალკა – წალკის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 26 დეკემბრიდან

საზოგადოებრივი ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი    CENTRI.GOV.GE

პროექტის მიზანი

  • ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლიდან გაუსვლელად ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების განვითარებისათვის თანაბარი პირობების შექმნა
  • სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირება სოფლად
  • ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • ადგილობრივი თვითმმართველობების ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (საზოგადოებრივი ცენტრების აშენება, კეთილმოწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა).
  • თვითმმართველობისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლების სერვისების მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის მეშვეობით.
  • მუნიციპალური და კერძო სექტორის მოთხოვნად სერვისებზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება, მომსახურებათა მიწოდების ფორმების გაუმჯობესება (მათზე სოფლად ხელმისაწვდომობის გაზრდით) და საზოგადოებრივ ცენტრებში მომსახურე პერსონალის გადამზადება, დელეგირებული სერვისების გაცემის მიზნით.
  • სამოქალაქო განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების, გამოფენების და ტრენინგების ჩატარება.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის შედეგად შეიქმნა ახალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ცენტრების სახით. ეს პროცესი კვლავ გრძელდება, საქართველოს მასშტაბით, ახალი საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების გზით გარდა ამისა, პროექტის შედეგად, შესაძლებელი გახდა ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებზე წვდომა სოფლიდან გაუსვლელად. სერვისების მიწოდებასთან ერთად, საზოგადოებრივი ცენტრები, განიხილება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული აქტივობების, მათი ჩართულობის უზრუნველყოფისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლების ხელშემწყობი ინსტრუმენტი. ინფრაქტრუქტურის განვითარების პარალელურად, პროექტის შედეგად მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ შეძლონ ელექტრონული მმართველობის პროგრამის წარმატებით და ეფექტურად გამოყენება.

სტატისტიკა

2017 წლის მარტის თვეში ყველაზე მეტი სერვისი გასცა წალკის საზოგადოებრივმა ცენტრმა

03.2017 სტატისტიკა

2017 წლის მარტი თვეში ყველა მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრში გაიცა 14826 სერვისი

stat2

2017 წლის იანვარ-თებერვალში საზოგადოებრივ ცენტრებში გაიცა 31045 სერვისი

3 statistika

2017 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი სერვისი გასცა სადახლოს საზოგადოებრივმა ცენტრმა

4 statistika

 

2016 წელს საზოგადოებრივ ცენტრებში გაიცა 140846 სერვისი

1

2016 წელს ყველაზე მეტი სერვისი გასცა სადახლოს საზოგადოებრივმა ცენტრმა

2 statistika

 

2015 წლის პირველ კვარტალში საზოგადოებრივ ცენტრებში გაიცა 14 575 სერვისი.

AI ES 1

2015 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი სერვისი გასცა სართიჭალის საზოგადოებრივმა ცენტრმა

es 2