საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის – ფაზა II

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა: 01/01/2016 – 30/06/2017

დონორი/დამფინანსებელი: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) Beyond Access პროგრამა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

ბიუჯეტი: 652,054 აშშ დოლარი

პარტნიორი / პროექტში მონაწილე მხარეები: მონაცემთა გაცვლის სააგენტო; საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია;

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანი:

ბიბლიოთეკის ახლებური კონცეფციის შემუშავება, რომელიც ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უფასო წვდომას საჯარო და კერძო სექტორის სერვისებსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ინიციატივების გამოვლენას და განვითარებას.

 

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში ბიბლიოთეკის შენობის სრულფასოვანი სარეკონსტრუქციო / სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, კეთილმოწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის დანერგვა, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში არსებული საზოგადოებრივი ცენტრის ბაზაზე ბიბლიოთეკის დაარსება სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზების მიმატებით.
  • 10 სოფლის/დაბის ბიბლიოთეკის (ხიხაძირი, შუახევი, ნიგვზიანი, ლანჩხუთი, საყულია, ფარცხანაყანევი, ძეგვი, ქსანი, წალკა, ახმეტა) შესაძლებლობების გაზრდა, აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით და ონლაინ ხელმისაწვდომი სერვისების დანერგვა.
  • შერჩეული ბიბლიოთეკების ყველა თანამშრომლის შესაძლებლობების გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და ბიბლიოთეკის მართვის ახლებური მიდგომების საკითხებში
  • სამოქალაქო განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, ბიბლიოთეკა გახდება დამატებითი საშუალება, სხვა საზოგადოებრივ ცენტრებთან ერთად, რომელსაც სააგენტო გამოიყენებს სოფლის მოსახლეობის და ადგილობირივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაზრდის ხელშესაწყობად.