მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების ხელშეწყობა და სფეროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა საქართველოში

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების ხელშეწყობა და სფეროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა საქართველოში

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა:  2012–2015

დონორი/დამფინანსებელი: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR)

ბიუჯეტი: 220,560.00   ლარი

პარტნიორი/პროექტის მონაწილე მხარეები: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC)

პროექტის მიზანი

საქართველოში მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • მონიტორინგი და კონსულტაცია – სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, მიღების და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურაზე მონიტორინგი და თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა, სტატისტიკის წარმოება;
  • სამართალშემოქმედებითი საქმიანობა – მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებზე სამართლებრივი ბაზის სრულყოფა;
  • მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ, სააგენტოს ბაზის სრულყოფა – მოქალაქეობის არმქონე პირთა მოქალაქეობრივი სტატუსის გადამოწმება და, მოქალაქეობის  შემთხვევაში, მათთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტა.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები უზრუნველყოფს მოქალაქეობის მოპოვებითა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მიღებით დაინტერესებული მხარის უფლებების გათვალისწინებით, პროცესების მოქნილ და ეფექტურ წარმართვას.