საჯარო სექტორის განვითარება ცენტრალური და რეგიონალური სერვისების ეფექტური მიწოდების გზით

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: საჯარო სექტორის განვითარება ცენტრალური და რეგიონალური სერვისების ეფექტური მიწოდების მზით

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა:  2015–2016

დონორი/დამფინანსებელი: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida)

ბიუჯეტი: 14,500,000  შვედური კრონა

პროექტის მიზანი

ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე საჯარო სერვისების ეფექტური მიწოდება სააგენტოს ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერების,  ინოვაციების დანერგვის და ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის გზით.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა,  ცენტრალური და რეგიონალური სერვისების შემდგომი განვითარებისათვის
  • რეგიონალური სერვისების განვითარება
  • ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის ეფექტური განხორციელება აისახება გაუმჯობესებულ სახელმწიფო სერვისებზე, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. პროექტის განხორციელება საშუალებას მისცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  გააძლიეროს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა და დახვეწოს არსებული  პროცესები, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან ხელმისაწვდომობას კრიტიკულ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, ინდივიდებისა და ორგანიზაციებისათვის.

უფრო მეტიც, უწყების მუდმივი მცდელობა სამოქალაქო აქტების დამატებით დიგიტალიზაციაზე, გაამარტივებს პერსონალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემის პროცესს ქვეყანაში და საშუალებას მისცემს სერვისის მომხმარებელს დოკუმენტებზე ხელი მიუწვდებოდეს დისტანციურად. შედეგად, მომხმარებელს მუდმივი უსაფრთხო წვდომა ექნება უწყების გამარტივებულ მომსახურებებზე, ნებისმიერი ადგილიდან, მათთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.

წინამდებარე ინიციატივის შედეგად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარდაიქმნება ორგანიზაციად, რომელიც გააერთიანებს ინოვაციური სერვისების განვითარებას მის ძირითად კომპეტენციებში.

ასევე მოსალოდნელია, რომ ელექტრონული მმართველობისა და საზოგადოებრივი ცენტრების კომპონენტის მეშვეობით, პროექტი არაპირდაპირი გზით შეუწყობს ხელს ძალაუფლების გადანაწილებას ადგილობრივ თვითმმართველობებზე, რაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესს, გააღრმავებს რა ურთიერთობას, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მოქალაქეებს შორის.