ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის, განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში, ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა:  2013-2016

დონორი/დამფინანსებელი:  ევროკავშირი (EU), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ)

ბიუჯეტი: 1,097,601.72 ევრო

პარტნიორი/პროექტის მონაწილე მხარეები:  სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ),  საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია

პროექტის მიზანი

ევროკავშირის ინიციატივა, „პარტნიორობა მობილურისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განვითარების პოტენციალის გაძლიერება, რათა პროექტი შედეგის მომტანი იყოს როგორც მიგრანტებისთვის ისე, წარმოშობის და დანიშნულების ქვეყნებისათვის. ამასთან, პროექტი მიზნად ისახავს სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას და კარგი პრაქტიკის მაგალითების შექმნას, „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში განვითარებული სხვა ინიციატივებისათვის.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრ საჯარო დაწესებულებათა მხარდაჭერა, განვითარებასა და მიგრანტებზე ორიენტირებული მიგრაციის პოლიტიკის შესამუშავებლად, რაც მიზნად ისახავს მიგრანტთა მიმოსვლის ხელშეწყობას, ინტელექტის გადინების თავიდან არიდების გზით

 

  • საქართველოსა და გერმანიის შრომითი ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საპილოტე შრომითი ცირკულარული მიგრაციის სქემის ტესტირება, კერძოდ,  40 პროფესიული კადრის  შერჩევა, მომზადება,  მათთვის გერმანიაში დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შეთავაზება

 

  • დიასპორის მობილიზება, საქართველოში დაბრუნების, დასაქმებისა და ბიზნეს პროექტების დაწყების ხელშეწყობა (45 პროფესიული კადრის დაბრუნება და რეინტეგრაცია გერმანიიდან, მათ შორის 10 ბიზნეს პროექტის დაწყების ხელშეწყობა)

 

  • სახელმძღვანელო პრინციპებისა და კარგი პრაქტიკის მაგალითების შემუშავება სხვა ინიციატივებისათვის.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის წარმატებით განხორციელება გააუმჯობესებს სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების  შესაძლებლობებს, უკეთ გამოიყენონ ინიციატივა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ განვითარების პოტენციალი, შეიმუშავონ განვითარებაზე ორიენტირებული შრომითი მიგრაციის პოლიტიკა. ცირკულარული მიგრაციის საცდელი სქემის განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება შრომითი მიგრაციის მდგრადი სქემების შემუშავება, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რაც სარგებელს მოუტანს საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დიასპორის მობილიზაციის აქტივობების მეშვეობით, ქართულ დიასპორას გერმანიაში მიეწოდება ინფორმაცია საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული ვითარებისა და  ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობების შესახებ. შედეგად, ხელი შეეწყობა 35-მდე დიასპორის წარმომადგენლის დაბრუნებასა და დასაქმებას საქართველოში, ასევე 10-მდე მცირე ან საშუალო საწარმოს ჩამოყალიბებას.

პროექტის ერთ-ერთ მიზანს ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის საცდელი სქემების შედეგების მონიტორინგი და ანალიზი წარმოადგენს, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება მიღებული გაკვეთილებისა და კარგი პრაქტიკის მაგალითების აღრიცხვა და შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბება ინიციატივის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში შემუშავებული სხვა პროექტებისა თუ ინიციატივებისათვის.