სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში

სტატუსი: დასრულებული

ხანგრძლივობა:  2010-2013

დონორი/დამფინანსებელი: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida)

ბიუჯეტი: 23 500 000.00 შვედური კრონა

პროექტის მიზანი

ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • საარჩევნო სიების ფორმირება – საარჩევნო უბნების მისამართების მიხედვით ავტომატურ რეჟიმში დაყოფის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა,  სააგენტოს პროგრამული ინფრასტრუქტურის განვითარება სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურის (SOA) შესაბამისად. ონლაინ კავშირის აწყობა სახელმწიფო უწყებებთან, პიროვნების სტატუსის შესახებ  ინფორმაციის ავტომატურად მისაღებად;
  • მოქალაქეობა და მიგრაცია – მოქალაქეობისა და მიგრაციის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის კვლევა და ანალიზი, საკანონმდებლო ბაზის და არსებული რეგულაციების შესწავლა, უცხო ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • დამისამართება – ქვეყნის მასშტაბით 9 რეგიონში არსებული სოფლების დამისამართება და მოსახლეობის იდენტიფიცირება ახლად შექმნილ მისამართებზე;
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა  ტრეინინგი – სამოქალაქო აქტების, მოქალაქეობისა და მიგრაციის კუთხით არსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ასევე პროექტის ფარგლებში შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე კადრების გადამზადება;
  • დიგიტალიზაცია – სააგენტოში არსებული სამოქალაქო აქტების და მოქალაქეობა და მიგრაციის საქმეების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა.

მიღწეული შედეგები

პროექტის შედეგად მოხდა ონლაინ კავშირის აწყობა სახელმწიფო უწყებების და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზას შორის, რაც სახელმწიფო უწყებებს პიროვნების სტატუსის შესახებ ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიღების საშუალებას აძლევს.

მოქალაქეობისა და მიგრაციის სფეროში ჩატარებული საკანონმდებლო ბაზის კვლევისა და ანალიზის შედეგად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები და რეკომენდაციები. აგრეთვე, განხორციელდა სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეობა  და მიგრაციის სფეროში არსებული საქმეების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა.

ქვეყნის მასშტაბით, მოხდა  9 რეგიონში არსებული 163 სოფლის დამისამართება და მოსახლეობის იდენტიფიცირება ახლად შექმნილ მისამართებზე.

პროექტის ფარგლებში მოხდა თბილისისა და ცენტრალურ არქივში დაცული 170 000 დაბადების სააქტო ჩანაწერის გადაყვანა ელექტრონულ ფორმატში.