პოზიტიური დედობა

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: პოზიტიური დედობა

სტატუსი: დასრულებული

ხანგრძლივობა:  2010–2011

დონორი/დამფინანსებელი: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

ბიუჯეტი: 51,716.37 აშშ დოლარი

პარტნიორი/პროექტის მონაწილე მხარეები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო; შესაბამისი აკადემიური წრეები; ადგილობრივი მმართველობები; სამოქალაქო  საზოგადოების ორგანიზაციები; ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ალიანსი, საქართველოს პარლამენტი; სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები

პროექტის მიზანი

საქართველოში 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის შემცირება ბავშვის სწორი აღზრდის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • მოკლე ტექსტური შეტყობინებები – შეიქმნა მოკლე ტექსტური შეტყობინებების სისტემა (სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა). აღნიშნული სისტემის დახმარებით,  მშობლები და მეურვეები, ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას  საქართველოს მობილური ოპერატორების  საშუალებით იღებენ.

 

  • ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი –  ბარათის მიზანია ბავშვის ზრდა-განვითარებისა და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების აღნუსხვის  მონიტორინგის განხორციელება. ბარათი შეიქმნა UNICEF – ის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს პედიატრთა აკადემიის ძალისხმევით. პროექტის ფარგლებში, მომზადდა ბარათის მოკლე  ვერსია, რომელიც ოთხ ენაზეა ხელმისაწვდომი: ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და სომხური. ასევე შემუშავებულ იქნა ბავშვის აღზრდისა და განვითარების პირადი ბარათის სრული ვერსია, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას მშობლებისა და მეურვეებისათვის.

მიღწეული შედეგები

განხორციელებული პროექტის ფარგლებში, სააგენტომ შექმნა მოკლე ტექსტური შეტყობინებების სისტემა და  “ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი”, რაც ხელს შეუწყობს  დასახული მიზნის მიღწევას  –  6 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის შემცირებას,  ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში ინფორმაციული ბარიერების აღმოფხვრის გზით. აღნიშნული ინსტრუმენტი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვის სწორი აღზრდის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.