საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა

სტატუსი: დასრულებული

ხანგრძლივობა:  2011–2012

დონორი/დამფინანსებელი: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

ბიუჯეტი: 106,623.53 აშშ დოლარი

პარტნიორი/პროექტის მონაწილე მხარეები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო; შესაბამისი აკადემიური წრეები; ადგილობრივი მმართველობები; სამოქალაქო  საზოგადოების ორგანიზაციები; ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ალიანსი, საქართველოს პარლამენტი; სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები

პროექტის მიზანი

საქართველოში 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის შემცირება ბავშვის სწორი აღზრდის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით

პროექტის ძირითადი კომპონენტები

აღნიშნული მიზნის მისაღწევად,  UNICEF-თან პროექტის ფარგლებში “პოზიტიური დედობა” (აპრილი, 2010 – მარტი 2011) ორი მთავარი ინსტრუმენტი იქნა შემუშავებული  – მოკლე ტექსტური შეტყობინებები  და ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი.

შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაო:

  • ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათის გავრცელება
  • პირადი ბარათის გაცნობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, ქვეყნის მასშტაბით და ბარათით სარგებლობის სახელმძღვანელოს შექმნა
  • პოზიტიური დედობის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება
  • პროექტის გაცნობა საზოგადოებისთვის
  • მომავალი თანამშრომლობის ხედვის დოკუმენტის განვითარება, პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად

მიღწეული შედეგები

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაზაში რეგისტირებულ ყველა ახალშობილის მშობელს/მეურვეს გადაეცა ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი. 2012 წლის 1 იანვრიდან  დაიწყო საქართველოში  ყველა   ახალდაბადებული ბავშის მშობლის/მეურვისათვის ბარათების საჩუქრად გადაეცემა.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაზაში რეგისტირებულ ყველა ახალშობილის მშობელი/მეურვე  ჩართულია ტექსტური შეტყობინებების სისტემაში. მოკლე ტექსტური შეტყობინება ეგზავნება საქართველოში 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებსა და მეურვეებს დაბადების რეგისტრაციის შესაბამისად (სმს-ები იგზავნება  რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე).

შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები იცნობენ ბავშვის ზრდისა და განვითარების პირად ბარათს და შეუძლიათ მისი გამოყენება.

პროექტის ფარგლებში  ვებ–გვერდზე www.my.gov.ge – მოხდა სერვისების ინტეგრაცია, რაც მშობლებს/მეურვეს საშუალებას აძლევს გაიარონ  ავტორიზაცია პირადობის ახალი მოწმობით. საჭიროა კონტექსტური მენიუდან ამოირჩიონ „ოჯახი“ შემდეგ „შვილები“  სადაც გამოჩნდება შემდეგი ინფორმაცია: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და შეტყობინებები. შეტყობინებების მონიშვნისას, ბავშვზე უფრო დეტალური ინფორმაცია და პროექტის ფარგლებში გაგზავნილი SMS-ები გამოჩნდება.