მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ინსტიტუციონალური განვითარება

ზოგადი ინფორმაცია

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა: 2015-2016

ბიუჯეტი: 262 222.50 ევრო

დონორი/დამფინანსებელი: ევროკავშირი (EU) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

პარტნიორი/პროექტში მონაწილე მხარეები: ევროკავშირი (EU), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ლტოლვილთა დანიის  საბჭო (DRC), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), და ა.შ.

პროექტის მიზანი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობა და მისი სამდივნოს შესაძლებლობების შემდგომი განვითარება

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • 12 სახელმწიფო უწყებისაგან დაკომპლექტებული მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ღონისძიებათა ზოგადი მხარდაჭერა, ისევე როგორც მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება;
  • მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ანალიტიკური მხარდაჭერის აღმოჩენა;
  • უწყებათაშორისი ღონისძებების ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა, იმისათვის რათა აღსრულებული იქნას მიგრაციის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანები.
  • ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ამოცანათა ზოგადი კოორდინაცია;

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის განხორციელება საშუალებას მისცემს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ხელი შეუწყოს მიგრაციის მართვის განვითარებას საქართველოში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის და მისი სამდივნოს, როგორც, მიგრაციის მართვის სფეროში ღონისძიებათა მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოს, შემდგომი განვითარების გზით.

ამასთან, პროექტის შედეგად, მოხდება მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს კოორდინაციის მექანიზმების განვითარება; დაიხვეწება კომისიის ანალიტიკური შესაძლებლობები; გაგრძელდება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების პროცესის მხარდაჭერა; ასევე, პროექტის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება მიგრაციის არსებული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია, მოხდება 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი.