საზღვაო პროფილის სასწავლო და სამედიცინი დაწესებულებების ჩართვა საზღვაო დეპარტამენტის დოკუმენტების მართვის და ბეჭდვის სისტემაში

დასრულებული აქტივობები:  01.2015

 

  1. მეზღვაურთა დოკუმენტების ნამდვილობის გადამოწმების ინტერნეტ სისტემა;
  2. აღიარებულ საზღვაო საწვრთნელ ცენტრებში ჩატარებული კურსების, საზღვაო სააგენტოსა და შესაძლო სხვა მაკონტროლებელი უწყებების მიერ დადგენილი, სწავლების და აღრიცხვის პროცესის  კონტროლი.
  3. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობების აღრიცხვა.
  4. სისტემაში სასწავლო დაწესებულებების და სამედიცინო დაწესებულებების ჩართვა.

პროგრამისგან უკვე მიღებული სარგებლები:

სააგენტომ უზრუნველყო სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის, უახლესი საზღვაო სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა, მის გარეშე  ქართველ მეზღვაურებს არ შეეძლოთ ევროკავშირის გემებზე მუშაობა ძველი დოკუმენტების დაბალი ხარისხის გამო. ევროკომისიამ აღიარა ახალი დოკუმენტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან რამაც მოუხსნა ქართველ მეზღვაურებს მუშაობასთან დაკავშირებული დაბრკოლებები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში გაცემული მეზღვაურის მოწმობებით შესაძლებელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გემებზე მსახური. (http://europa.eu/rapid/press-release_IP-13-1152_en.htm) საქართველოს  მიერ გაცემულ საზღვაო დოკუმენტებს მიენიჭა ლეგალური და უსაფრთხო საერთაშორისო სტანდარტის დოკუმენტის სტატუსი.

დოკუმენტები გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც, რაც ხელს უწყობს საზღვაო სასწავლებლების განვითარებას საქართველოში.  რამაც სტიმულირება მისცა საზღვაო სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებების განვითარებას.

ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავა საზღვაო ინდუსტრიაში, ხელი შეუწყო  მეზღვაურების  სწავლების და სამსახურის პროცესის ნორმალიზებას საერთაშორისო დონეზე.

ასევე, 2014 წლის 1 ივლისიდან, პირველად 15 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშის სანდოობის იმიჯი  მსოფლიოს დროშების რეიტინგში ამაღლდა და ოფიციალურად შავი სიიდან ნაცრისფერ სიაში გადაინაცვლა.

 

 

აღნიშნული ფაქტი ამაღლებს, საქართველოს ცნობადობას და დამატებით სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას რადგან აღიარებული სტატუსის გამო იზრდება უცხოელ სტუდენტ მეზღვაურთა რაოდენობა საქართველოს საზღვაო დაწესებულებებში რის გამოც:

 

  1. იზრდება საზღვაო პროფილის სასწავლო დაწესებულებების და მეზღვაურთა სერტიფიცირების ცენტრების შემოსავალი;
  2. იზრდება საზღვაო პროფილის სამედიცინო დაწესებულებების შემოსავალი;
  3. იზრდება შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკაში სტუდენტებისგან;
  4. იზრდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტების რაოდენობა და შესაბამისად შემოსავალი.

http://mta.gov.ge/geo/seafarers/geo-certificate-verification?action=docverif