განათლების სამინისტროს დოკუმენტების აპოსტილის სერვისი იუსტიციის სახლებში

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლებში. –  10/2014 – 05/2015

პროექტის მიზანი:

საქართველოს მთავრობის დადგენილებით (#557 2014 წლის 18 სექტემბერი) დამტკიცებული დოკუმენტის – „ღია მმართველობის პარტნიორობის  საქართველოს 2014 – 2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ : ვალდებულება 4 – საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლებში.

პროექტის მოსალოდნელი შედეგი:

 საქართველოს განათლების სამინისტროს დოკუმენტების აპოსტილირება / ლეგალიზაციის განხორცილება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლების მეშვეობით სსგს-ში. (ამჯამად შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს განათლების ხარისხის მართვის ცენტრში);

დაგეგმილი აქტივობები:- 09.2014 – 05.2015

 ცვლილების განხორციელებისთვის შესასრულებელი სამუშაოების იდენტიფიცირება;

  1. მიმდინარე და მიზნობრივი პროცესების აღწერა და ტექნიკური დავალების შემუშავება;
  2. ცვლილების განხორციელების შეთავაზების ტექნიკური და ფინანსური გათვლების დოკუმენტალური ჩამოყალიბება;
  3. პროექტის განხორციელების გეგმის მომზადება ჩართული მხარეები შეთანხმება პროცესის მიმდინარეობაზე და უფლებების გადანაწილებაზე.
  4. საკანომდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადების და დამტკიცების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  5. ტექნიკური დავალების მომზადება;
  6. პროგრამული პროდუქტის შექმნა, ტესტირება და წარმოებაში ჩაშვება;
  7. პერსონალის სწავლება.