დიპლომატთა დოკუმენტების ჩანაწერების მართვის და გაცემის სისტემა

საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსისთვის განკუთვნილი დიპლომატის სტატუსის დამადასტურებელი პირადობის დოკუმენტის დამზადებისთვის,  განაცხადების მიღების, დამუშავების, ბეჭდვის და  გაცემის სისტემის შექმნა და დანერგვა. 02/2015 – 08/2015

პროექტის მიზანი:

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, დიპლომატიური კორპუსისთვის განკუთვნილი დიპლომატის სტატუსის დამადასტურებელი პირადობის დოკუმენტის დამზადებისთვის,  განაცხადების მიღების, დამუშავების, ბეჭდვის და  გაცემის სისტემის შექმნა და დანერგვა.

 პროექტის მოსალოდნელი შედეგი:  

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეიქმნება დიპლომატთა მონაცემების მართვის და დოკუმენტთა გაცემის   უსაფრთხო,  გაყალბებისგან დაცული სისტემა. ამ სისტემის ბაზაზე შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია დიპლომატთა კორპუსისთვის გათვალისწინებული საშემოსავლო შეღავათების გავრცელება ელექტრონულად;