სახელმწიფო სერვისების ხელმისაწმდომობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის (ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები)

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: სახელმწიფო სერვისების ხელმისაწმდომობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის (ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები)

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა: 27/06/2015 – 15/01/2016

დამფინანსებელი: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

პარტნიორი/პროექტში მონაწილე მხარეები: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, , სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შპს მექანიზატორი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ლიბერთი ბანკი.

პროექტის მიზანი

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს 200-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი, ლიბერთი ბანკის მობილური ფილიალების გამოყენებით.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • პროექტის მასშტაბით, 71-მდე ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის ფილიალი ყოველთვიურად 1000-ზე მეტ სოფელს მოემსახურება.
  • სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყველა იმ სოფელში, სადაც ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებით ემსახურება.
  • ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ და შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით.

მოსალოდნელი შედეგები

ლიბერთი ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტი ხელმისაწვდომობის ზრდისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია – სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს 200-ზე მეტი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისი. ასევე, პროექტი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.