მომავლის სანდო სერვისები უსაფრთხო და საიმედო გლობალური ტრანზაქციებისთვის – FutureTrust

ზოგადი ინფორმაცია

ომავლის სანდო სერვისები უსაფრთხო და საიმედო გლობალური ტრანზაქციებისთვის – FutureTrust

პროექტის დასახელება: „მომავლის სანდო სერვისები უსაფრთხო და საიმედო გლობალური ტრანზაქციებისთვის“ (FutureTrust)

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა: 2016-2019

დონორი/დამფინანსებელი: ევროკავშირი (EU) – (ჰორიზონტი 2020 – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა)

პროექტის განმახორციებელი ორგანიზაციები: რურის უნივერსიტეტი ბოხუმში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ecsec GmbH, Arhs Spikeseed, EEMA, ავსტრიის ფედერალური გამოთვლითი ცენტრი, გერმანიის ადმინისტრაციის ფედერალური ოფისი, PriceWaterhouseCoopers, საუთჰემპტონის უნივერსიტეტი, Multicert, Giesecke & Devrient GmbH, Trustable Ltd., უსაფრთხო ინფორმაციის და ტექნოლოგიის ცენტრი, Tubitak, Lawtrust და სერბეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პროექტის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს, შიდა ბაზარზე ელექტრონული ტრანზაქციებისთვის ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) და სანდო მომსახურებათა შესახებ (eIDAS) ევროკავშირის 2014 წლის №910 რეგულაციის პრაქტიკულ დანერგვას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

პროექტის მოკლე აღწერა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FutureTrust პროექტი გულისხმობს eIDAS (2014/910/EU) რეგულაციის შესაბამისი, ინოვაციური, ღია წყაროზე დაფუძნებული პროგრამული კომპონენტების და მომსახურებების დიზაინს და შემუშავებას და მათ ინტეგრაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავს სანდო მომსახურებებთან. პროექტის მიზანია, გაამარტივოს ელექტრონული იდენტიფიკაციის და სანდო მომსახურებების გამოყენება, და ხელი შეუწყოს სანდო და სამართლებრივი ძალის მქონე ელექტრონულ მომსახურებათა გლობალურ ურთიერთთავსებადობას. პროექტის ფარგლებში, 16 პარტნიორი ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს eIDAS რეგულაციის პრაქტიკულ განხორციელებას. კერძოდ,

· პროექტი პასუხობს საჭიროებას არსებობდეს გლობალურად თავსებადი გადაწყვეტები, რისთვისაც „ნდობის“ და „სანდოობის“ სფეროში განხორციელდება კვლევები, რომელთა მიზანია შემუშავდეს ახალი, ფართოდ თავსებადი ნდობის მოდელები ან გაუმჯობესდეს არსებული მოდელები.

· პროექტის პარტნიორები აქტიურად წარმართავენ სტანდარტიზაციის პროცესს.

· პროექტი უზრუნველყოფს ღია წყაროზე დაფუძნებული პროგრამული კომპონენტებისა და სანდო მომსახურებების მიწოდებას, სტანდარტებისა და გადაწყვეტების სწრაფი დანერგვისთვის.

დამატებითი ინფორმაცია FutureTrust პროექტის შესახებ იხილეთ მისამართზე: http://futuretrust.eu

[/vc_column_text]

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  •  ევროპულ სანდო მომსახურებათა სტატუსების სიის (Trust Service Status List, TSL) ინფრასტრუქტურის განვრცობა “გლობალურ ნდობის სიამდე”;
  •  ელექტრონული ხელმოწერებისა და შტამპებისათვის, ღია წყაროზე დაფუძნებული უტყუარობის ყოველმხრივი დადგენის და შენახვის მასშტაბირებად მომსახურებათა შექმნა;
  •  კვალიფიციური სერტიფიკატების გამოყენებით ქვეყნებშორისი ელექტრონული იდენტიფიკაციის ამოცანებისათვის, და ასევე, მობილურ გარემოში დისტანციური ხელმოწერებისა და შტამპების სანდო ფორმით შექმნისათვის საჭირო კომპონენტების მიწოდება

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის შედეგად:

  • განხორციელებული ფუნდამენტური კვლევა „ნდობისა“ და “სანდოობის“ სფეროში, რომელიც დააკმაყოფილებს გლობალურად ურთიერთთავსებადი გადაწყვეტების საჭიროებებს;
  •  სტანდარტიზაციის პროცესი შესაბამის სფეროებში აქტიურად არის მხარდაჭერილი;
  •  შექმნილია ღია წყაროზე დაფუძნებულ კომპონენტები და სანდო მომსახურებები, რომლებიც გაამარტივებენ ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ელექტრონული ხელმოწერის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას

პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ახალი ამბები

eIDAS რეგულაცია ძალაში შევიდა

eIDAS რეგულაცია 2016 წლის 1-ივლისიდან ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოში ამოქმედდა და ჩაანაცვლა 15 წლის წინ მიღებული დირექტივა ელექტრონული ხელმოწერის შესახებ. აღნიშნული რეგულაციის პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, FutureTrust პროექტის ფარგლებში შეიქმნა https://www.eid.as/home პორტალი, რომელიც შეიცავს ნეიტრალურ ინფორმაციას eIDAS (2014/910/EU) რეგულაციის წინაისტორიისა და დანერგვის შესახებ. აღნიშულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ 2016 წლის 1 ივლისის პრეს რელიზში: https://www.futuretrust.eu/news/details/datum/2016/07/01/futuretrust-project-supports-implementation-of-new-eidas-regulation-in-force-from-today-ec-funded/