ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებზე 5   მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

2შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წევრები და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაზე განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხები და ის სირთულეები, რომლებიც პროცესის წინსვლას აფერხებენ. 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებზე. შემუშავდა პროგრამული უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმათველობის დანერგვის პროექტის განსახორციელებლად.

დღეის მდგომარეობით, „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ დანერგილია და 47 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მოწვეული სტუმრების კითხვებს უპასუხეს.