ბარალეთის საზოგადოებრივ ცენტრში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

1ბარალეთის საზოგადოებრივ ცენტრში „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ პარტნიორობით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება პროექტის – “საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზა” – ფარგლებში მოეწყო. მე-10 შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. განიხილეს ასევე საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, მისი აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო პრაქტიკა. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის გარდა ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე ისაუბრეს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.