ბელგიის დელეგაცია იუსტიციის სახლს ეწვია

OLYMPUS DIGITAL CAMERA

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და იუსტიციის სახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ, ასევე, ბელგიის საემიგრაციო ოფისის ხელმძღვანელი ფრედი რუსემონტი და სხვა მოხელეები. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს სახელმწიფო სერვისების გაცემის სპეციფიკა გააცნეს. ბელგიის დელეგაცია საქართველოში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში იმყოფება. მისმა წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია ვიზიტები საგარეო საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში.