გაეროს განვითარების პროგრამა დაიწყე, განავითარე და შეინარჩუნე

Printგაეროს განვითარების პროგრამამ ახლახანს გამოსცა ანგარიში, სახელწოდებით ‘დაიწყე, განავითარე და შეინარჩუნე’ (‘Spark, Scale, Sustain’), რომლის მიზანია ინოვაციების მიმართ, გაეროს განვითარების პროგრამის მიდგომის გაზიარება. ანგარიში მოიცავს  40-ზე მეტ საერთაშისო მაგალითს, ინოვაციური პროექტისა, რომლებიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების პრაქტიკაში განხორციელებას. ანგარიში ასევე მიმოიხილავს ისეთ ინოვაციურ მიმართულებებს, როგორიცაა ალტერნატიული დაფინანსების წყაროები (Alternative Finance), ქცევითი ფსიქოლოგია (Behavioral Insights), მონაცემთა ინოვაციური შეგროვება და დამუშავება (Data Innovation) და ინოვაციური ლაბორატორიები სახელმწიფო სექტორში (Public Policy Labs). გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორია წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს, იმისა, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური მიდგომების განვითარება და დანერგა საჯარო სექტორში, მოცემული ანგარიში წარმოაჩენს ლაბორატორიის საქმიანობას და წარმატებულ  პროექტებს წინასიტყვაობის ნაწილში.

 

ანგარიშის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: http://www.undp.org/content/undp/en/home/librarypage/development-impact/spark-_-scale-_-sustain—2016-year-in-review.html