გაცნობითი ხასიათის შეხვედრა

01სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის რეგიონული პროექტების დირექტორ, ვასილის მარაგოსთან. თავმჯდომარემ სტუმარს პირადად გააცნო იუსტიციის სახლის მუშაობის ძირითადი კონცეფცია, სერვისცენტრის მომსახურების სივრცეები, სერვისები, მათ შორის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროდუქტები. იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტურის დასრულების შემდეგ, სტუმარს პრეზენტაციის სახით მიეწოდა ინფორმაცია სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ძირითადი სამოქმედო მიმართულებების, მიმდინარე პროექტებისა და სააგენტოს სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე ბ-ნ მარაგოსი გაეცნო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობას და ამ მიმართებაში ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით არსებულ მიღწევებს.