გერმანიის ელჩი კოდას საზოგადოებრივ ცენტრში

7გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა.

ელჩი საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობას და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნო. შეხვედრის დასასრულს, გერმანიის ელჩმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.