გერჰარდ შუმან-ჰიტცლერი სტუმრად სერვისების განვითარების სააგენტოში

„აღმოსავლეთ სამეზობლო“-ს დირექტორატის დირექტორი გერჰარდ შუმან-ჰიტცლერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის საქმიანობას გაეცნო. სტუმარს საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გაცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. გერჰარდ შუმან-ჰიტცლერს სამახსოვროდ სერვისების განვითარების სააგენტოს ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრში დაბეჭდილი სიმბოლური პასპორტი გადაეცა.