დაბა ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში 12 კლასს დამთავრებულებს ატესტატები გადაეცათ

19693428_1315471968575440_5849586032003314929_oსკოლადამთავრებულებს დღეიდან საქართველოს მაშტაბით მოქმედ 44 – ვე საზოგადოებრივ ცენტრში, იუსტიციის სახლებსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ. მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – უფასოდ მიიღებენ.
ამ დრომდე საქართველოს მაშტაბით 15 500¬-მდე ატესტატზეა განაცხადი შემოტანილი
ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს. დოკუმენტი განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას მოუწევს საფასურის გადახდა. განცხადების წარდგენის დღეს ატესტატის მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის, მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის დაწესებული საფასური 40 ლარს შეადგენს, მე-3 სამუშაო დღეს გაცემისთვის – 30 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელს ატესტატის მიღება განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს სურს, მან 20 ლარი უნდა გადაიხადოს.
აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა. ატესტატზე განაცხადის შეტანა და დოკუმენტის მიღება სკოლადამთავრებულებს ყოველ სამუშაო დღეს 09:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ.