დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზე დაბადებულებს სპეციალური დაბადების მოწმობები გადაეცემათ

13235579_980463315335583_6127524793997614337_oდამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზე დაბადებულებს სპეციალური დაბადების მოწმობები გადაეცემათ

26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი საიუბილეოდ აღინიშნება. ყველა ახალშობილს, ვინც 26 მაისს დაიბადება, სპეციალურად ამ თარიღის აღსანიშნავად დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემა.

ახალშობილის დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“. ანალოგიური მოწმობები მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლის 26 მაისს დაბადებული ახალშობილების მშობლებს გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ დაბადების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი 2014 წელს შემუშავდა. დაბადების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.