დასაქმების ხელშემწყობი ტრენინგი ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში

01_4813 ნოემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებაა.

შეხვედრა განკუთვნილი იყო დასაქმების მსურველი ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ეხებოდა დასაქმებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: რეზიუმეს შედგენა, სამოტივაციო წერილის წერა, საკუთარი თავის ვაკანსიასთან შესაბამისობის განსაზღვრა და გასაუბრებაზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა. ამასთანავე შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია დასაქმების ელექტრონულ პორტალ Worknet-თან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებაა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.