ბელარუსის რესპუბლიკის დეგელაციის ვიზიტი საზოგადოებრივ ცენტრში

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ბელარუსის რესპუბლიკის დეგელაციის წევრებს მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში საზოგადოებრივი პროექტის – ”ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” – დირექტორმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლა.

სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობასა და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.  დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ბელარუსის რესპუბლიკის იურიდიულ პირთა და ინდივიდუალურ მეწარმეთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ხელმძღვანელი დიმიტრი კოვალენკო, კონსულტანტი ინა ლეუსი და მთავარი სპეციალისტი ოლგა კურეცი.

აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

სტუმრები გაეცნენ ქვეყანაში მოქმედ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემას და ელექტრონული მმართველობის, ერთი ფანჯრისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპებს.