დიასპორის საინფორმაციო დღე

OLYMPUS DIGITAL CAMERA

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ქართული დიასპორის დღეებში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანს საზოგადოებისა და დიასპორის წარმომადგენლების ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესში, მიგრაციისა და დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში წარმოადგენდა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ღონისძიებაზე სსსგ საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც მოსულ სტუმრებს სააგენტოს ძირითად სერვისებზე, მათ შორის დისტანციურ სერვისებზე და პროექტზე – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ შეეძლოთ ინფორმაციის მიღება.