დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა

Logoპროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან  თანამშრომლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში რეალურ რეჟიმში გაუშვა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა.

პროექტს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანს, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული საქმისწარმოების სისტემების დანერგვას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მუნიციპალური სერვისებით შეუფერხებელი მიწოდება წარმოადგენს.  ამ ეტაპზე პროექტის  შერჩეულია 9 საპილოტე მუნიციპალიტეტი: ქარელი, ახმეტა, ყვარელი, ხაშური, ხობი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ქალაქი გორი და მცხეთა.

პროექტის მეშვეობით,  მუნიციპალიტეტებში, საქმის წარმოებისას მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები,  ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი სრულიად გამჭვირვალე გახდება.