ევროკავშირის  დელეგაციის წევრებმა საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს

4I4A5087მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი, ევროკავშირის  დელეგაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად  ეწვია და პროექტის შედეგებს ადგილზე გაეცნო.

სტუმრებს სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა და პროექტის – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

ევროკავშირის  დელეგაციის წევრები პროექტის – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – შედეგებს გაეცნენ.   საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის გაცნობისა და ცენტრის დათვალიერების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებსაც საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პროექტს – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცენტერები ფუნქციონირებს საქართველოს 8 რეგიონის 18 მუნიციპალიტეტში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრები აშენდა საოკუპაციო ზოლის  მახლობლად და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებშიც.