„ერთად შევეგებოთ ევროპას“ მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში

02ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდობას შეხვდა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში მოეწყო  სხვადასხვა აქტივობა და ადგილობრივებს დაურიგდათ საჩუქრები.

საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები „მოდი გავიცნოთ ევროპა!’ და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.