„ერთად შევეგებოთ ევროპას“ მანგლისის და კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრებში

13ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მანგლისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრებს ეწვია.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ.

საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები ‘მოდი გავიცნოთ ევროპა!’ და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭრით.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.