„ერთად შევეგებოთ ევროპას“ შორაპანში და ღორეშაში

01ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრებს ეწვია.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ.

საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები „მოდი გავიცნოთ ევროპა!’ და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრი
ვი
 ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.