„ერთად შევეგებოთ ევროპას“ ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში

01ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ.

საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები „მოდი გავიცნოთ ევროპა!“ და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.