იუსტიციის მინისტრმა 26 მაისს დაბადებულ ახალშობილის მშობლებს დაბადების მოწმობა გადასცა

13268348_981050541943527_6211703416999862616_oიუსტიციის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე დაბადებული ახალშობილი მოინახულა. თეა წულუკიანმა მის მშობლებს შვილის დაბადების მოწმობა და საჩუქრები გადასცა.

მინისტრის ინიციატივით, 26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს სპეციალური, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცათ. დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“.