იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს კიდევ ერთი სერვისი დაემატება

15675684_1122379261218046_8143125258516982751_oდევნილები საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადების გაკეთებას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს კიდევ ერთი სერვისი დაემატება. იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დევნილები საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადების გაკეთებას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

20 დეკემბერს თბილისის იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი პატარიძემ, იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი უჯმაჯურიძემ, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პროექტი, რომელსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილებზე გრანტების გაცემას გულისხმობს. აღნიშნული პორექტის ფარგლებში, დევნილები გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების წარდგენას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ, განცხადებები კი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში გადაიგზავნება.

პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ივნისამდე გაგრძელდება, გრანტები გაიცემა: მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს – დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ასევე ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.
პროექტს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფინანსებს, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებს.