კომპანია „თელიასონერას“ დელეგაცია სერვისების განვითარების სააგენტოში

01სერვისების განვითარების სააგენტოს კომპანია „თელიასონერას“ დელეგაცია ეწვია და სააგენტოს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინა. დელეგატები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან და ეთიკისა და შესაბამისობის საკითხზე მიმდინარე სამიტში იღებენ მონაწილეობას.

სახელმწიფო სერვისებით „თელიასონერას“ დაინტერესება სახელმწიფო სტრუქტურებთან, ნებართვების და სხვა მარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებით  ინტენსიურ თანამშრომლობას უკავშირდება.  მათ შორის ისეთ თემებს,  როგორებიცაა მონაცემთა დაცვა, მომწოდებლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და სხვა.

„მოხარული ვართ ვუმასპინძლოთ “თელიასონერას“ დელეგაციას და გავაცნოთ მათ ჩვენი, მიმდინარე პროექტები, სიახლეები და მუშაობის სპეციფიკა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან „თელიასონერას“ მენეჯერები შვედეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.  ასევე,  კავკასიის და ცენტრალური აზიის შვილობილი კომპანიებიდან.  ვფიქრობ, მათთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება ინფორმაცია სახელმწიფო სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ. მათ შორის,  სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის,  ელექტრონული ბაზების დახვეწის და e-government-ს სფეროებში განხორციელებული წინსვლის შესახებ, განსაკუთრებით კი იმ მენეჯერებისთვის,  რომლებსაც ამ კუთხით პრობლემურ რეგიონებში უწევთ მუშაობა,“- განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

დღესვე დელეგაციამ თბილისის იუსტიციის სახლიც დაათვალიერა. თელიასონერას დელეგაცია საქართველოში 1 ოქტომბრამდე დარჩება.