ლაოსის დელეგაცია მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში

01ლაოსის დელეგაცია  მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის და ბათუმის იუსტიციის სახლის მუშაობას გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ბათუმის იუსტიციის სახლი და მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს. ისინი საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობასა და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.

ლაოსის დელეგაცია საქართველოში 22 სექტემბრიდან იმყოფება.

დელეგაციის წევრებს შორის არიან ლაოსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს, ეროვნული ასამბლეის, ვიენტიანის პოლიტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ექსპერტები.

სასწავლო ვიზიტი ათდღიანია და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) პროექტის დაფინანსებით ხორციელდება.