მარტყოფისა და სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

pirveli  -  received_10207239112050941იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას აგრძელებს.

22 მარტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებმა სართიჭალისა და მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრებში  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გაცნობოდნენ უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და პირობებს; მსგავსი ფორმატის შეხვედრები დაგეგმილია სამომავლოდაც და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უვიზო მიმოსვლის საკითხებზე.

აღსანიშნავია ის, რომ საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებისას, უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ამ დოკუმენტებთან ერთად, გადაეცემა ევროკავშირში უვიზო  მიმოსვლის წესების შესახებ მომზადებული სპეციალური ბროშურები.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისათვის აქტიური საინფორმაციო კამპანია იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან დაიწყო. უკვე გაცემულია 265 000-მდე ბროშურა, რომელშიც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რაც საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს.